ან ჩემი ოჯახის კადრები ინიშნება სადმე? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოჯახის არცერთი წევრის მხრიდან არსად არავითარ ჩარევას არ აქვს ადგილი და ძალიან გთხოვთ, დაასრულოთ ამ თემაზე სპეკულაციები” _ განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დაინტერესდა, ერეოდა თუ არა საკადრო დანიშვნებში, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ ორგანოებში ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პირველ შეხვედრას მართავს მედიასთან.