გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, რადან ტერიტორია ეკუთვნის დმანისის მუნიციპალიტეტს, მაგრამ სამიანობა ხორცილედება დმანისში, დამატებითი საჯარო განხილვა “RMG GOLD”-მა 7 – თებერვალს 14 საათზე, დმანისშიც დანიშნა.
ბოლო პერიოდში საყდრისი- ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ოქროს სამთო-არქეოლოგიური მაღაროს განადგურების პროცესის შესაჩერებლად, აქციები ადგილობრივმა მოსახლეობამ საყდრისის ტერიტორიასთან და დედაქალაქში რამდენჯერმე გამართა.
საყდრისს, როგორც ოქროს სამთო წესით მოპოვების უძველეს ძეგლს სტატუსი კულტურის სამინისტრომ მოუხსნა 2013 წელს, თუმცა ოქროს მოპოვებაზე ნებართვა ჯერ არ გაუცია.