ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ნინო სალუქვაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანიაღვრე არხებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რამაც ხელი შეუწყო ქუჩის გაფართოებას და ტრანსპორტის ორმხრივად მოძრაობას. ამავდროულად აღნიშნული ქუჩა იქ მდგომი სამარშუტო ტრანსპორტისაგანაც განიმუხტება, რაც წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა.
მუზეუმის წინ კი ახალმა საყვავილემ დაიწყო ფუნქციონირება, სადაც ყვავილებით მოვაჭრეები ვაჭრობას დღეიდან შეუდგნენ. მოვაჭრეებს წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში უწევდათ ვაჭრობა.