ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაისახა. განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მოხდება ჭიათურა-ხვაშითისა და უსახელო(კოპიტები) – ჩხირაულის საავტომობილო გზების აღდგენა, აქედან წელსვე იგეგმება ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზის პირველი ეტაპისა და კალაური-ითხვისის საავტომობილო გზების დასრულება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების საავტომობილო გზებს; წმინდა გიორგისა და ფრანგიშვილის ქუჩების და სოფელ წინსოფლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, მოხდება შიდა საუბნო გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია ქალაქ ჭიათურაში.
მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე 8 პროექტი განხორციელდება.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.