გაზაფხულზე, ფარიკაობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. კაპრალები ალექსანდრე გითოლენდია და თემურ დადიანი ამ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის 5 დღეს გაგრძელდება და 21 იანვარს დასრულდება. მსგავსი სახის 8 ტურნირი გერმანიის შემდეგ, მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყანაში გაიმართება. დაგროვილი ქულების მიხედვით გაირკვევა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა ვინაობა.
ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები ალექსანდრე გითოლენდია და თემურ დადიანი გერმანიაში თბილისის პარასპორტული განვითარების ცენტრის დახმარებით გაემგზავრნენ. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოდან კიდევ ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი გაემგზავრა.