_ მოსახლეობისთვის სუბსიდიის თანხის გაცემაზე მონიტორინგს ახორციელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია. აღნიშნული კომისიის მიერშესწავლილი იქნება მოსახლეობის მიერ წარდგენილი სუბსიდიის თანხის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და ერთი კვირის ვადაში ფერმერს საბანკო ანგარიშზე ყოველ 1 კგ. ციტრუსზე 0.15 ლარი დაერიცხება. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინზე გამოყოფილი სუბსიდიის თანხის გაცემას, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სუბსიდიის თანხის გაცემა 1 მარტამდე გაგრძელდება.
ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის 60 000 ტონაზე მეტი მანდარინის რეალიზება უკვე განხორციელდა, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: “ყოველდღე დავდიოდი გამგეობაში და ვითხოვდი, რომ დახმარება გაეწიათ ჩვენთვის”
ხელისუფლება კმაყოფილია, მოსახლეობა კი დამპალი მანდარინის გამგეობის წინ დაყრას აპირებს