მინისტრმა ბავშვები საკუთარ კაბინეტში მიიღო, ტკბილეულით გაუმასპინძლდა, მათთან ერთად ფილმს უყურა და შემდეგ სამინისტროს ყველა განყოფილება დაათვალიერებინა. განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა ბავშვებს ყველა სართულზე უამრავი სიუrპრიზი და საჩუქარი დაახვედრეს.
“მომავლის გზის” ბენეფიციარებს ხათუნა გოგალაძემ მთავარი სიურპრიზი ნაძვის ხესთან დაახვედრა -მინისტრმა უამრავი საჩუქარი გადასცა ბავშვებს.
–დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. ბავშვები გაოცებული და გახარებულები იყვნენ საჩუქრებით. მინისტრი ფონდში წინასაახალწლოდ გვსტუმრობდა და მაშინ უთხრა ბენეფიციარებს, რომ ის მათი მეგობარი იყო და მალე ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. სიტყვა აასრულა კიდეც, დღესაც დაჰპირდა პატარებს, რომ მალე ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, – გვითხრა ფონდის ხელმძღვანელმა, დავით კინწურაშვილმა.