გამოიცა სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც პატიმრებისთვის 10 სხვადასხვა ენაზე მოცემულია ძირითადი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო მომსახურების და მისი გამოყენების შესახებ.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 25 სხვადასხვა ქვეყნიდან 179 პატიმარი იხდის სასჯელს.
აღნიშნული ბროშურა დაურიგდება ყველა მიგრანტ პატიმარს, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციებს გადაეცემათ თარჯიმანთა საკონტაქტო ბაზა, რათა საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებმა მათი მომსახურებითაც ისარგებლონ.