სამინისტროს ცნობით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდება დისკრიმინაციული მიდგომა. კერძოდ, არსებობდა კოლექტიური და კერძო ჩასახლების ცნება, რომლის შესაბამისადაც იღებდნენ დევნილები 22 და 28 ლარს, ახალი რედაქციით კი ყველა იძულებით გადაადგილებული პირი თანაბარი უფლებით ისარგებლებს, სწორედ ამიტომ დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ პირებს, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს და მეტს, შეუჩერდებათ 45 ლარიანი შემწეობა მანამ, სანამ ეს შემოსავალი ფიქსირდება.
ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების დაბრუნების უფლებას, რაც მემკვიდრეობით გადადის.
ცნობისთვის, იმ დევნილთათვის, ვინც ვერ გაიარა 2013 წლის 27 დეკემბრამდე დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, პროცესი უახლოეს ხანებში გაგრძელდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved