გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე უკანონოდ რეგისტრაციისათვის, გასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რითაც მოქალაქეები უკანონოდ დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 169 541 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.