“არ მიმიღია კონსულტაციებში მონაწილეობა და ახალ მთავარ პროკურორსაც არ ვიცნობ, მაგრამ ვენდობი იმ ორგანოების კომპეტენციას, რომლებმაც შეარჩიეს, განიხილეს და დანიშნეს გიორგი ბადაშვილი გენერალურ პროკურორად,” _ აცხადებს მინისტრი.
ზაქარეიშვილისგან განსხვავებით მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს. მისი განცხადებით, საინტერესოა, რითი გამოიჩინა თავი სამი თვის მანძილზე პროკურატურის სისტემაში ბადაშვილმა, რომ მთავარ პროკურორად დანიშნეს. ექსპერტს ასევე აინტერესებს, როგორ შეინარჩუნა ახალგაზრდა კაცმა “ანგელოზის სტატუსი”.
“მეც მაქვს კითხვები. საინტერესოა, რას აკეთებდა ის 2003-დან 2006 წლამდე. საინტერესოა, როგორ შეინარჩუნა მან ანგელოზის სტატუსი ამ წლების განმავლობაში. გასული წლის ნოემბერში ის შსს-დან პროკურატურის სისტემაში გადაიყვანეს. საინტერესოა, რა გამოიძია ისეთი, რა დამსახურება აქვს ისეთი, რომ მისი კანდიდატურა წარადგინეს მთავარი პროკურორის პოსტზე და დაამტკიცეს კიდეც. საერთოდ, საინტერესოა მის მიერ გამოძიებული საქმეებიც. მისი პერსონის გარშემო ინტერესი კარგა ხნის მანძილზე იქნება და ბევრი კითხვაც დაისმება. ამიტომ, საჭიროა, დაგვარწმუნონ ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის აუცილებლობაში და დაგვანახონ მისი მზაობა”.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved