“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ და წარადგინონ სათანადო დოკუმენტაცია: უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი; სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის წესდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ” შეიმუშავა წესდების სარეკომენდაციო ფორმა, რაც ფერმერებს სტატუსის მიღების პროცედურას გაუმარტივებს და კოოპერატივის საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება,” _ განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაეშვება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი www.acda.gov.ge. მომსახურების გამარტივების მიზნით, სააგენტო ელექტრონული სერვისის დანერგვას გეგმავს, რის შემდეგაც ფერმერებს შეეძლებათ რეგიონიდან ჩამოუსვლელად, ონლაინ რეჟიმში გააკეთონ სტატუსის მიღების შესახებ განაცხადი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, კოოპერატივი სარგებლობს “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონით”განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით:
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს” განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით) გადაცემას;
• სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით”, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია კოოპერატივებისთვისაც;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უფლებით, მიიღოს გრანტი;
• განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით:
• კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ქონების გადასახადით არ იბეგრება;
• მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი;
• სასოფლო სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-სშემთხვევაში 200 000 ლარს შეადგენს;
Developed By Web Features 2024 © All rights reserved