გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ეს არ იყო მხოლოდ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული ტექნიკური ნაბიჯი. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური აქტი და ამით რუსეთმა კიდევ ერთხელ ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, უარყო საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
საქართველოს პირველმა პირმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მოახდინოს სათანადო რეაგირებადა აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემის დარეგულირების საქმეში.
“ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლსფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ნაბი-ჯი, მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი. აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.