“სამწუხაროდ უმცირესობა ჯიუტად რჩება იმ პოზიციაზე, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ ზოგადად ჩვენი საქმიანობის ეფექტურობისთვის აუცილებელია, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში იყოს რათა შესაძლებელი გახდეს, საპარლამენტო კონტროლის უკეთ განხორციელება, გვქონდეს ხშირი ურთიერთობა მთავრობასთან და ვიყოთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ზოგადად, ბუნებრივად თბილისი არის პოლიტიკური ცენტრი ამას მემგონი ვერავინ ვერ უარყოფს. ჩვენ უბრალოდ გვიწევს წინ და უკან მგზავრობა და ეს არის დამატებითი ხარჯები ქვეყნისთვის. უმცირესობა სამწუხაროდ მოქმედებს სტრატეგიით, ხელი შეგვიშალოს და საბოლოოდ ეს ქვეყნის ინტერესებზე უარყოფითად აისახება ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ გარკვეული ფორმები რათა შევძლოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა”, _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.