(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს გამართული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სესია მშვიდ ვითარებასა და საკითხების “ერთხმად მხარდაჭერაში” წარიმართა, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა საკითხი პოლიციის სამმართველოსთვის ქალაქის ცენტრში კიდევ 25 კვ.მ.-ის გადაცემას ეხებოდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ თქვა, პოლიციას გადაეცა 1476 კვ.მ. მიწის ფართობი, თუმცა, შემდეგ, არქიტექტურული თვალსაზრისით, საჭირო გახდა ფართის გასწორხაზოვნება _ შსს-ს თხოვნა არის შემოსული და 25 კვ.მ. დავუმატოთო. ამას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, დავით წულაძის პროტესტი მოჰყვა: _ თავის დროზე გაგეთვალისწინებათ, ყველა სესიაზე ახალ-ახალ ფართს ხომ არ დავუმატებთო. პროტესტის მიუხედავად, საკითხი უპრობლემოდ გავიდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved