ამ წუთებში აქციის მონაწილეებს და სპეცრაზმელებს ოროსლოვახომეკმა მიმართა და სთხოვა დაპირისპირების შეწყვეტა.
“მე არ ვიცი როგორ დასრულდება მოლაპარაკება. მინდა პირველ რიგში იმ დედებს მივმართო, რომელთა შვილებიც აქ დაიღუპნენ, ისინი გმირები არიან და გმირებად დარჩებიან უკრაინის ისტორიაში, მინდა აქციის ყველა მონაწილისდედას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, როგორი პატრიოტი შვილები ჰყავთ. მაგრამ ყველაზე დიდი თხოვნით მოგმართავთ თქვენ, ბარიკადის მეორე მხარეს მდგარო ისევ ჩვენო შვილებო, იფიქრეთ თქვენს შვილებზე, იფიქრეთ დედებზე და იმაზე, რომ დღეს ყველანი ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. გემუდარებით, ნუ გაისვრით უდანაშაულო ადამიანების სისხლში ხელებს!”
აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იმატა ქალთა რაოდენობამ. ყველა მათგანის გამოსვლის აზრი ერთია – ისინი სთხოვენ სამხედროებს, “ბერკუტის” ოფიცრებს არ დაღვარონ სისხლი. ამ წუთებში მიკროფონთან უკრაინის სახალხო დეპუტატი იროშ მიროშნეჩენკო მივიდა.
“სამხედროებო, ჩვენო შვილებო! არ გამოაყენებინოთ თავი იანუკოვიჩს და ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს ზურგებს ამოეფარონ! აუცილებლად მოვა ის წუთი, როცა ყველა გასამართლდება ქვეყნის ღალატისთვის. გამოფხიზლდით!“-ასე მიმართავენ აქციაზე გამომსვლელები ბარიკადების მეორე მხარეს მდგარ სამხედროებს. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ! არ დავიხევთ უკან და ყველას ცხელი თავი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. ახლა, ამ წუთებში მთელი ტექნიკა მობილიზებულია და მიმართულია მეიდნისკენ. არ გვეშინია!”.
კიევის ცენტრი კი სულ უფრო და უფრო ეხვევა შავ კვამლში, რათა “ბერკუტს” უკრო ნაკლები მხედველობა ჰქონდეს.