https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბაყაყ-ნიანგების ჩავარდნილი ბიზნესი და გამქრალი ჰიბრიდული სიმინდი

20:07; 31.07.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ წყარო ირწმუნება, რომ თანამდებობა უკვე დატოვა მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ, რომელიც კვეზერელის სამინისტროში მმართველი პარტიის სახეს წარმოადგენდა. მანამდე გურიის გუბერნატორი და უფრო ადრე პარლამენტარი ცინცაძე ორი დავითის _ ტყეშელაშვილისა და კირკიტაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და პარტიული კუთხით გურიის რეგიონს მანამდე კურატორობდა.

რატომ მოხსნეს ცინცაძე? კულუარებში რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, ამით რომელიმე მომძლავრებულმა სახელისუფლო გუნდმა ტყეშელაშვილზე, ან კირკიტაძეზე ან ორივეზე ერთად განახორციელა დარტყმა, თუმცა უფრო რეალურია ვერსია, რომ ცინცაძე სოფლის მეურნეობის “წარმატებებს” გადააყოლეს. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში ყველაფერს კვეზერელი წყვეტს და ცინცაძეს ამ მხრივ პასუხისმგებლობა ნაკლებად ეკისრება, არ არის გამორიცხული, მოადგილე სწორედ მინისტრის გადასარჩენად გაწირეს. გადასარჩენი კი ბაკურ კვეზერელს ნამდვილად აქვს _ სიმინდისა და ბაყაყების საქმე. ორივე გაპიარებული პროექტი ჩავარდა!!!

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მინისტრმა ყურები გამოგვიჭედა, თუ როგორ არის განვითარებული საქართველოში ბაყაყების ბიზნესი. როგორც მაშინ კვეზერელმა განაცხადა, ევროკავშირის ქვეყნები ქართული ბაყაყით დაინტერესებას გამოხატავენ. მინისტრი აცხადებდა, რომ უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოდან ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების დაინტერესებაც არსებობს.

არადა, ჩვენ ჯერ კიდევ 2002 წელს ექსკლუზიურად ვწერდით, რომ ლანჩხუთში შეიქმნა ფირმა, რომელიც ბაყაყების ჩაბარებით უნდა ყოფილიყო დაკავებული. მაშინ ჩვენ ამ ფირმის ხელმძღვანელთან ინტერვიუც გამოვაქვეყნეთ. იყო საუბრები, რომ გურულ ბაყაყს საფრანგეთში გაიტანდნენ, საკმაოდ მაღალი ფასიც დასახელდა, თუმცა, საქმე საუბარს არ გასცდენია.

“ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა და გასულ წელსვე საქართველოდან ბაყაყების გარკვეული რაოდენობის საცდელი ექსპორტი გახორციელდა. 2009 წელს ექსპორტში ასევე აღმოჩნდა ჩვენთვის ეგზოტიკური დასახელებები. ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, რათა ყველა საექსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ”, _ აცხადებდა ბაკურ კვეზერელი. გარდა ამისა, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარისა და გურიის რეგიონებში უკვე არსებობს ბაყაყების მომშენებელი მეურნეობები და ამ ეტაპზე საუბარი სფეროს ინვესტირებასა და განვითარებაზე მიმდინარეობს.

ამ განცხადებების შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მართალი იყო, რომ გურიაში უკვე არსებობდა ბაყაყების მომშენებლი მეურნეობები, თუმცა, ვერც აჭარასა და ვერც გურიაში, მინისტრისგან განსხვავებით, ბაყაყის მომშენებელი მეურნეობა ვერ აღმოვაჩინეთ. ცოტა გასაკვირიც კი არის, მეურნეობა უკვე შექმნილი იყოს და აქამდე არ “გაეპიარებინათ” ნაციონალებს.

აი, რა აცხადებდა ჩვენთან საუბარში გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი:

_ ბატონო ვალერი, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ გურიასა და აჭარაში ბაყაყის მომშენებელი მეურნეობები არსებობს. ხართ თუ არა ინფორმირებული და თუ კი _ იქნებ გვითხრათ, სად არის ეს მეურნეობა?

_ ნამდვილად არ მომისმენია და არ მგონია, ეს განცხადება გაეკეთებინა მინისტრს.

_ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა ასეთი მეურნეობა?

_ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია!

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ცინცაძის კომენტარს, ის თავის დროზე, მინისტრს ნამდვილად არ გაუხარდებოდა:

_ ბატონო ალეკო, გავრცელდა თქვენი მინისტრის განცხადება, სადაც საუბარია ბაყაყების მეურნეობების არსებობაზე. გურიაში ასეთი მეურნეობა არ უნდა არსებობდეს. იქნებ, გაგვარკვიოთ, უკვე არსებობს თუ აწი გაიხსნება?

_ გაიხსნება… მიმდინარეობს ყველანაირი სამუშაოები.

_ ანუ ამ დროისთვის არ არსებობს, ხომ ასეა?!

_ ამ წუთში, ჩემი ინფორმაციით, არ არსებობს, თუმცა, გადამოწმება უნდა მაინც.

“ბაყაყების ამბავი” არც აჭარაში იცოდნენ _ ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბაყაყების მომშენებელი მეურნეობის გაგონებაზე შეიცხადეს:

_ აჭარაში ბაყაყის მომშენებელი მეურნეობა არსებობს?

_ რისი?

_ ბაყაყის. მინისტრმა კვეზერელმა თქვა, რომ აჭარა-გურიის ზონაში ინვესტიციები ჩაიდება. გვაინტერესებს, აჭარაში ასეთი მეურნეობა თუ არსებობს?

_ არ არსებობს. არ მგონია, იყოს…

_ ვის ვესაუბრებით?

_ ნაიკო ვარ, მისაღებში.

მოკლედ, ინფორმაცია არც აჭარის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ჰქონდა, არც გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს და არც _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ალეკო ცინცაძეს. აშკარაა, მინისტრმა ბაყაყები “საპიაროდ ააყიყინა”.

ეს რომ ასეა, დღეს უკვე ამის შესახებ გაზეთი The Financial წერს. საქართველოში ეგზოტიკური ცხოველების მოშენების პროექტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ერთად ახორციელებენ, ჩავარდა. გამოცემა წერს, რომ ბაყაყების და ნიანგების მოშენებით, საქართველომ ვერ შეძლო ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვება: “2009 წელს, საქართველომ საექსპორტო პორტფელს ბაყაყები და ნიანგები დაამატა. საქართველო გეგმავდა გამხდარიყო სერიოზული მოთამაშე ბაყაყისა და ნიანგების ხორცის ბაზარზე. ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე “ცხელი” ექსპორტი ღვინის, მინერალური წყლებისა და თხილის შემდეგ. ორწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ, საქართველოს ბაყაყების ექსპორტი ჩაუვარდა”, _ წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, “ქართული ბაყაყების” ძირითადი მომხმარებელი საფრანგეთი იყო: “ბაყაყების ექსპორტს, 2010 წელს, კომპანია “ლოგო ჯორჯია” აწარმოებდა, რომელიც თურქი ბიზნესმენის მიერ იყო რეგისტრირებული. სარეგისტრაციო დოკუმენტით, კომპანია აღმაშენებლის ქუჩაზეა განთავსებული, თუმცა, ამ ქუჩის მცხოვრებებმა ეგზოტიკური ინვესტორის შესახებ არაფერი იციან”, _ წერს The Financial. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოდან ბაყაყების ექსპორტი 2011 წელს შეწყდა, მიზეზი უცნობია: “ჩვენ არაფერი ვიცით ბაყაყებისა და ნიანგების შესახებ. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ 2009-2010 წელს ბაყაყების ექსპორტი საფრანგეთში გახორციელდა”, _ განუცხადეს The Financial-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ბაყაყებისა და ნიანგების კრახის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიბრიდული სიმინდის “მოსავლიანობაც” ჩაუვარდა. მართალია, ბევრი არ წამოეგო ამ პიარს და ისევ მამა-პაპური სიმინდის თესლი დათესა, მაგრამ ვინც ჰიბრიდული თესლი გამოიყენა, საკმაოდ დაზარალდა: ჯერ იყო და, ის, რაც უკრაინაში 150 ლარის ფარგლებში იყიდებოდა, ქართველ გლეხს 240 ლარად მიყიდეს, შემდეგ დაპირებული ტრაქტორები არავის გახსენებია; ამის გამო, თესვა დაგვიანდა. ზოგმა დათესა, წამლობაც გაუკეთა და ამოსული სიმინდი… გაქრა!!! ახლა სპეციალისტები ხსნიან, რომ ეს მიწის შემადგენლობისა და ამინდის გამო მოხდა, თუმცა, არავინ ამბობს, გლეხი რომ მოატყუეს _ შემოწმებულია და გურიის ნიადაგზე კარგად მოდის ეს სიმინდიო, რომ გაიძახოდნენ, დღეს აღმოჩნდა, რომ, თურმე, მისი დათესვა გურიაში მიზანშეწონილი არ ყოფილა. ახლა ისაა საკითხავი, ვისი სიმინდიც ამოსულია, ტაროს თუ გაიკეთებს და როგორი მოსავალი იქნება. სპეციალისტები იმთავითვე ამბობდნენ, რომ შედეგები კვეზერელის უწყებისათვის კატასტროფული იქნება და მინისტრმა მანამდე თუ არ დატოვა თანამდებობა, შემოდგომას ნამდვილად ვერ გადაიტანსო. რამდენ ხანს ეყოფა მას ცინცაძეზე “ხელის შეხოცვა”, მალე გამოჩნდება, მაგრამ დღეს უკვე ოფიციალური პირებიც კი გლეხებთან თავს იმით იმართლებენ, რომ მინისტრმა დანაპირები არ შეასრულა!

ჩვენ კომენტარისთვის ალეკო ცინცაძეს დავუკავშირდითა, მაგრამ მან მოუცლელობა მოიმიზეზა და “მოგვიანებით დარეკვა” გვთხოვა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ინფორმაცია ცინცაძის სამინისტროდან წასვლის შესახებ დაგვიდასტურეს:

_ დიახ, ალეკო ცინცაძემ მოადგილის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

_ სხვა საკადრო ცვლილება ხომ არ გახორციელებულა?

_ ამ ეტაპზე, სხვა არაფერი!

არ გამორიცხავენ, რომ ცინცაძესთან ერთად პოსტი მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმაც დატოვოს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის პოსტზე გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილსაც მოიაზრებენ. თუ ასე მოხდა, ეს მეოთხე შემთხვევა იქნება (აქედან მეორე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში), როცა “ვარდების ხელისუფლების” შემდგომ, გურიის გუბერნატორი მინისტრის მოადგილე გახდება _ მანამდე ეს უკვე ნახსენებმა ცინცაძემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და ირაკლი გორგოძემ “მოახერხეს”. მინისტრის პოსტიდან გუბერნატორად კი მხოლოდ მიხო სვიმონიშვილი “დააწინაურეს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პროექტის გახორციელება დაიწყო

მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო