გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას პერიოდულად ეწეოდნენ.
სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 4 პისტოლეტი, ხოლო ზურაბ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან 1 პისტოლეტი და 3 ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 4 ერთეული გლოკის სისტემის პისტოლეტი, 1 კუსტარული წესით დამზადებული ავტომატური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 3 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რაც 3-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).