https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს არასამთავრობოთა ნაწილი არ ეთანხმება

13:01; 24.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პრინციპული სიახლეები შეეხება საკრებულოს მიერ მერებისა და გამგებლების უნდობლობის გამოცხადების საკითხის გასაჩივრებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი არჩევნების არჩატარებას, კოდექსში საკრებულოს ფრაქციათა ხელმძვანელების პოლიტიკური თანამდებობის პირებად დაფიქსირებას და მათთვის შრომითი ანაზღაურების დანიშვნას, ასევე თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში, სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას. მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებისას, შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უნდობლობაგამოცხადებულ გამგებელსა და მერს სასამართლო განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილება არ შეუწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ კოდექსში ცვლილების შეტანამდე საკრებულოს შეეძლო მერის და გამგებლის უნდობლობის გამოცხადების პროცესი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაეწყო, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მერების ლეგიტიმაციის ხარისხის შეზღუდვად და პოლიტიკურ ბერკეტად აფასებდნენ. თუმცა, ცვლილებების შემდეგ კოდექსის ჩანაწერიც არ არის მათთვის სრულად მისაღები, რადგან, საკრებულოს ეს ბერკეტი კვლავ რჩება. “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა აცხადებს, რომ ამ ჩანაწერით, უმრავლესობა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს, რადგან ის მნიშვნელოვან ბერკეტებს საკრებულოს კვლავ უტოვებს.

“არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა რამეს ვითხოვდით. საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირ არჩეული მერის უმრავლესობით გადაყენების უფლება, რადგან ეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებია. ხალხს რატომ არჩევინებენ მერს, თუ საკრებულოს მისი გადაყენება შეუძლია? ამ შემთხვევაში, როცა საკრებულო მერს გადააყენებს, მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე ასრულებს. ეს უჩენს თუ არა მოტივს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მერის გადაყენების პროცესი დაიწყოს? თუ საკრებულოს შეუძლია უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეული მერი ფაქტიურად არ გვეყოლება ქვეყანაში. არჩევნების შედეგად ვიღებთ მერს, რომლის გადაყენებაც ყველას შეუძლია. ეს ჩანაწერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით “შულერობაა”. ჩვენ ვითხოვდით, რომ საკრებულოს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება ჰქონოდა. ამ არჩევნებში კი იმ მერსაც ეყარა კენჭი, რომელიც საკრებულოს არ მოსწონდა და საზოგადოებას გადაეწყვიტა ყველაფერი. ამის ნაცვლად, ზაქარია ქუცნაშვილი გვთავაზობს იმას, რაც ისედაც არსებობს საქართველოს კანონდმებლობაში და ცდილობს ეს როგორც სიახლე ისე შემოგვასაღოს. ამას თვალებში ნაცრის შეყრაც აღარ ჰქვია, საზოგადოების ნაცარში დამარხვაა. მაგათ რატომ ჰგონიათ, რომ საქართველო ბნელი ხალხით არის დასახლებული, ვერ ვხვდები. ამ ჩანაწერით არაფერი არ შედის კოდექსში, ეს არის ხალხის “დაბოლება”. რაც შეეხება გიგი უგულავას, ეს ჩანაწერი მას საერთოდ არ ეხება, რადგან უფლებამოსილება არა საკრებულოს მოთხოვნით, არამედ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა,” _ აცხადებს მელუა.

მისივე თქმით, თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას, ეს ჩანაწერი ძალიან კარგია.

“ეს თუ კანონში ჩაიწერა, გადაეცით, რომ ვაქებ ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს. მუნიციპალიტეტებში შტატების გაბერილობა არ ნიშნავს იმას, სოფელში სამი კაცი რომ არის დასაქმებული მაინცდამაინც ის სამი კაცი უნდა წაართვა სოფელს. შტატები გაბერილი არის ა(ა)იპ-ებში და ათას უბედურებებში, რასაც ოპტიმიზაცია ნამდვილად სჭირდება. სოფელს თავი დაანებონ. ეს მთავრობა სოფლის მხარდაჭერით და მისი აშენების მოტივით მოვიდა და პირველად სოფელს ნუ დააქცევს. სოფლებში შტატები არანაირად არ არის გაბერილი,” _ აცხადებს მელუა.

“სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად საკრებულოს გარკვეული ბერკეტები კვლავ რჩება, რაც შესაძლოა პოლიტიკურ იარაღად იქცეს.

“ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია შეტანილი, რომ თუ მთლიანად არ იტყოდნენ უარს საკრებულოს ჩამორთმეოდა უფლება მერის და გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დაეყენებინათ, ქვორუმი 2/3-დან ¾-მდე მაინც გაზრდილიყო, რომ რაც შეიძლება მაღალი ყოფილიყო ლეგიტიმაცია. ამ ¾-ზე უმრავლესობა არ დაგვთანხმდა. ამის შემდეგ გვქონდა მეორე შეთავაზება, რომ საკრებულოს დაესვა უნდობლობის საკითხი, მაგრამ მერს და გამგებელს უფლებამოსილება კი არ შეწყვეტოდა, არამედ დანიშნულიყო არჩევნები და ამით გადაწყვეტილიყო მათი საკითხი. მანამდე კი მერი და გამგებელი თავის უფლებამოსილებაში ყოფილიყო და საკრებულოს თავმჯდომარეს მისი მოვალეობა არ შეესრულებინა.
რაც შეეხება ახალ ჩანაწერს, რაზეც ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი საუბრობს, მნიშვნელოვანია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს შეუჩეროს თუ არა მერს უფლებამოსილება, მაგრამ საკრებულოს კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ბერკეტი, უნდობლობის საკითხის წამოწყების, რასაც კონკრეტული საფუძველი არ სჭირდება.
ფაქტობრივად, ამით საკრებულოს ისევ რჩება პოლიტიკური იარაღი. ჩვენი მოსაზრებით, სჯობდა საკრებულოს საერთოდ არ ჰქონოდა ამის უფლება და ეს პროცედურა ამომრჩეველთა 20%-ს დაეწყო. ამასთან, აღვნიშნავ, რომ უგულავას ეს ჩანაწერი არ ეხება, რადგან არც მერს და არც გამგებელს იმუნიტეტი არ იცავს. საგამოძიებო ორგანოებს შეუძლია საქმისწარმოება დაიწყოს და სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩეროს,” _ აცხადებს კანდელაკი.

“რაც შეეხება თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში, სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას, მე როგორც ვიცი, კოდექსის პროექტში იყო ჩანაწერი, რომ საერთო ბიუჯეტის 25 %-ზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო ადმინისტრაციულ ხარჯებზე და ასევე 500 ამომრჩეველზე 1 შტატი ყოფილიყო. კანონით შეზღუდული აქვთ, გარდამავალი დებულებით მუნიციპალიტეტს საშტატო ერთეულების გაბერვა 2017 წლამდე. ყველა მუნიციპალიტეტს ზედა ზღვარი უწესდება რამდენი საშტატო ერთეულის ყოლა შეუძლია. არ ვიცი, დღეს ამოიღეს თუ არა, მაგრამ გუშინდლამდე ეს მუხლები კანონპროექტში იდო. თუ ის ფორმულა დარჩა რაც ჩემთვის არის ცნობილი და დღეს დაემატა ეს ჩანაწერი, მაშინ გამგეობებში შემცირდება კადრები. ზღვარმა ზედა ჭერს არ უნდა გადააჭარბოს,” _ უთხრა კანდელაკმა “გურია ნიუსს”.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა მეორე მოსმენით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.
დეპუტატებმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით, 84-ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს.
მანამდე კი კენჭისყრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული შეთავაზებები 17 მომხრე, 45-წინააღმდეგ, ჩავარდა.

ამასთან, დღეს პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს ეხება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი იყო, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით კვლავ დაუბრუნდება.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ თვითმმართველობის პაკეტის ფარგლებში განხილვის საგანი აღარ იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ყველა ის საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსს ეხება, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული და შეთანხმებული და პარლამენტში განსახილველად მხოლოდ ამის შემდეგ გავა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"არ შემიძლია ივანიშვილის ორგანიზაცია ჩვენ კონკურენტად განვიხილო"

თამარ კორძაია: სამეურვეო საბჭო ვერ შედგა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო