“თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი რა იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულება, მისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, გამიჭირდება შეფასებების გაკეთება, რამდენად შეძლებს აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, ასევე, მექნებოდა კითხვები, როგორ შეძლებს გააძლიეროს სამოქალაქო სექტორი (რომელიც თავისი არსით ხელისუფლების ჯანსაღი ოპონირების მიზნით არსებობს) ორგანიზაციამ, რომლის დამფუძნებელიც მმართველ პოლიტიკურ ძალაში დღემდე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა.
რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა ამ ორგანიზაციას ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციების კონკურენტად, ვუპასუხებდი, რომ ცალსახად არა. ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი მისი არაპარტიულობა და ყველა პოლიტიკური ძალისგან სრული დისტანცირებაა, ჩვენი საქმიანობის მიზანი ისაა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ჯანსაღი და კვალიფიციური ოპონირება გავუწიოთ, ვისაუბროთ პრობლემებზე, მეორეს მხრივ, დავეხმაროთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. ამიტომ, ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრისა და მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერის მიერ ფუძნდება, არ შემიძლია ჩვენ კონკურენტად განვიხილო.
რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციას და მასთანაც, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციასთან, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე!” _ წერს ნინო ლომჯარია.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved




































































