აქციას ჟურნალისტები და ადგილობრივებიც შეუერთდნენ. მონაწილეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდრობა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხთან მოლაპარაკებების გზით შეეცდება მდგომარეობის გამოსწორებას. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები დაგმეს.
“სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და შეშფოთებას გამოვხატავთ უკრაინაში მიმდინარე ამბებზე. უკრაინის ხელისუფლების ვალია დაიცვას და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უფლებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი დიალოგის ფორმატით გადაწყდება,” _ განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილე გიორგი ჭიქაბერიძემ.































































