და თვითონვე დააკომპლექტოს მთავრობა, ხოლო პარტია “უდარის” ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს.
უკრაინის ოპოზიციამ არც მიიღო და არც უარყო ეს წინადადება: “თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ წინადადებას და ვიტყვით, რომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას და უარს ვამბობთ მთავრობაში მოსვლაზე, ისინი გვიპასუხებენ, რომ შეგვთავაზეს, მოვსულიყავით მთავრობაში და წაგვეყვანა ქვეყანა ევროპისკენ, ჩვენ კი უარი ვთქვით; თუ დავთანხმდებით, მაშინ ისინიც და ხალხიც ღალატში დაგვდებენ ბრალს”, _ თქვა იაცენიუკმა.
“ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, ამ წინადადებით აღფრთოვანებულები არ ვართ. მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ახლა უკრაინაში _ ქვეყანა გაკოტრების პირასაა. მათ გაძარცვეს ქვეყანა, ხაზინა ცარიელია, ქვეყანაში ტოტალური ქაოსია. ამიტომ მათ ეშინიათ პასუხისმგებლობის და ელოდებიან, ავიღებთ თუ არა ჩვენ მათ მაგივრად ამ პასუხისმგებლობას.
ჩვენ გავდივართ სერიოზულ კონსულტაციებს ყველა ოპოზიციურ ძალასთან და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას.
არასწორია საკითხის ასე დასმა, რომ დავთანხმდეთ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას. ეს უნდა გადაწყვიტოს მაიდანმა და არა იანუკოვიჩმა. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე, თუმცა, მხოლოდ იმ პირობებში, რომელსაც ოპოზიცია აყენებს”, _ თქვა იაცენიუკმა.
შეგახსენებთ, რომ იაცენიუკი, კლიჩკო და პარტია “სვობოდას” ლოდერი ოლეგ ტიაგნიბოკი მოითხოვენ, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს არა 2015 წელს, როგორც ეს დაგეგმილია, არამედ მიმდინარე, 2014 წელს.

































































