გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2014 წლის 23 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, თურქულ რესტორან “სელსებილ”-სა და მის გვერდით მდებარე ავტო-სარემონტო სახელოსნოში ფარულად შეაღწიეს, სხვადასხვა ნივთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა თბილისსა და საგარეჯოში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ირაკლი გ. თბილისში, აეროდრომის დასახლებაში, ხოლო გიორგი მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები: პორტატული კომპიუტერი, კომპიუტერის დინამიკები, ტოსტერი, დანების სალესი დანადგარი და ავტომანქანის ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).






























































