_ მე პორტუგალიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, კომპანია PT-GEO-ს აღმასრულებელი დირექტორი ხვიჩა გიგიაძე, მინდა გამოვეხმაურო ბატონ ირაკლი ბარამიძის განცხადებას, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ გიორგი გორგილაძეს გამოწვევის მოთხოვნის შესახებ. უწინარეს ყოვლისა მინდა მწუხარება გამოვთქვა საქართველოს მოქალაქის გიორგი გაბელაშვილის დაღუპვის გამო. მე როგორც ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი, მაქვს რა ინფორმაცია რომ, ამ კუთხით პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს არ გააჩნია არავითარი აქტივობა, (არ ხდება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა) ასევე, როგორც ბიზნესმენი მინდა განვაცხადო რომ, არის დიდი ინტერესი პორტუგალიელ ბიზნესმენთა ჯგუფისაგან, რათა მათ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში, თუმცა საქართველოს საელჩოს უმოქმედობის გამო, ვერ ხერხდება ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ფაქტს (6 იანვარს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს 24 იანვარს), ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მოწმობს საელჩოს სრულ უუნარობასა და უყურადღებობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
ვუერთდები ბატონ ირაკლი ბარამიძის განცხადებას და ყოველივე ზემოდ აღნიშნული ფაქტების გამო, მოვითხოვ გაწვეულ იქნას საქართველოს საგანგებო და სრულუფბელიაბი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი გორგილაძე, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: ირაკლი ბარამიძე საქართველოს ელჩის პორტუგალიიდან დაუყოვნებლივ გამოწვევას მოითხოვს; პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველო საელჩო განცხადებას ავრცელებს

































































