_ ეს ფილმები ამერიკის კინოაკადემიამ უკვე წარადგინა შესაბამის ნომინაციებში.
ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” წარდგენილია დევიდ ო. რასელის “აფიორა ამერიკულად”, პოლ გრინგასის “კაპიტანი ფილიპსი”, ჟან-მარკ ვალეს “მყიდველთა კლუბი დალასში”, ალფონსო კუარონის “გრავიტაცია:, სპაიკ ჯონსის “ის”, ალექსანდრ პეინის “ნებრასკა”, სტივენ ფრირზის “ფილომენა”, სტივ მაქქუინის “მონობის 12 წელი” და მარტინ სკორსეზეს “უოლ სტრიტის მგელი”.
ყველაზე მეტ _ 10 ნომინაციაში წარდგენილია ორი ფილმი _ “გრავიტაცია” და “აფიორა ამერიკულად”.
საუკეთესო რეჟისორის წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებენ დევიდ ო. რასელი (“აფიორა ამერიკულად”), ალექსანდრ პეინი (“ნებრასკა”), სტივ მაქქუინი (“მონობის ასი წელი”), მარტინ სკორსეზე (“უოლ სტრიტის მგელი”).
საუკეთესო მსაიხობი მამაკაცი გახდება ან კრისტიან ბეილი (“აფიორა ამერიკულად”) ან ლეონარდო დი კაპრიო (“უოლ სტრიტის მგელი”) ან მეთიუ მაკკონაჰი (“მყიდველთა კლუბი დალასში”) ან ბრიუს დერნი (“ნებრასკა”) ან ჩივიტელ ეჯიოფერი (“მონობის 12 წელი”).
საუკეთესო ქალი მსახიობი: სანდრა ბალოკი (“გრავიტაცია”), ქეით ბლანშეტი (“ჟასმინი”), ემი ადამსი (“აფიორა ამერიკულად”), ჯუდი დენჩი (“ფილომენა”), მერილ სტრიპი (“აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო”).
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: “გახსნილი წრე” (ბელგია), “დიდებული სილამაზე” (იტალია), “მონადირე” (დანია), “დაკარგული ფოტო” (კამბოჯა), “ომარი” (პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია).