კომისიის წევრები განიხილავენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს. ასევე, საუბარი შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დამატებით დაფინანსებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ანგარიში ბუფერულ ზონებში UNHCR-ის მიერ ზამთრის სამზადისისათვის განკუთვნილი დახმარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში შეიქმნა.
კომისიის სხდომა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 16 საათზე დაიწყება.