ლანჩხუთის 361 საარცევნო ოლქში, სადაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 31 საარჩევნო უბანია გახსნილი, 17 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 11 233 (41,46%) ამომრჩეველმა მიიღო.
ცნობისთვის, ლანჩხუთში ხუთი პოლიტიკური პარტია მონაწილებს თვითმმართველობის არჩევნებში: „კონსერვატორები“, ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია-საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ქართული ოცნება“. რაც შეეხება მერის, ლანჩხუთელ ამომრჩევლებს მოქმედ მერს ალექსანდრე სარიშვილსა და გახარიას გუნდის წევრის, დავით ჩხაიძეს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.





























































