ზესტაფონში, სოფელ აჯამეთთან, ზუგდიდი–თბილისის სამგზავრო მატარებელი 17 წლის ბიჭს დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია ტრაგიკული შემთხვევის შესახებ “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა __ მევლუდ მაჩიტიძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. “როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა ბიჭს ყურსასმენი ეკეთა და, სავარაუდოდ, მემანქანის სიგნალი ვერ გაიგო“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მევლუდ მაჩიტიძე.
მატარებელი ზუგდიდიდან თბილისში მიდიოდა.