ოზურგეთელი სპორტსმენი, 17 წლის ფეხბურთელი რომა მორჩილაძე, სამწლიანი კონტრაქტით, თბილისის „დინამოს“ აკადემიის ახალგაზრდული გუნდის წევრი გახდა. ახალგაზრდა, პერსპექტიულ, ცენტრალურ მცველთან კონტრაქტი დინამოელებმა 3 წლის ვადით, „ბენე სპორტის“ შუამავლობით განახორციელეს.
_ ოზურგეთში, მოსწავლეობის პერიოდში, ბავშვთა საფეხბურთო გუნდ basa –ში ვთამაშობდი, შუქრი კაშიასთან. შემდეგ ოზურგეთის ბავშვთა ასაკის გუნდში, ვახო ჩხაიძესთან. ამის შემდეგ გადავედი და დავიწყე თამაში „GFF academy ashi“ _ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში. „ბენე სპორტის“ შუამავლობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება ნორჩ ფეხბურთელებს და ზრუნავს მომავალი თაობის განვითარებაზე. ცდილობს, ახალგაზრდა და პროფესიონალ ფეხბურთელებს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური მომსახურება, რაც ფეხბურთელს კარიერული განვითარების გზაზე სჭირდება. ხელშეკრულების გაფორმებას დინამოს აკადემიის ხელმძღვანელი ლევან გვანცელაძე და „ბენე სპორტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ლილუაშვილი ესწრებოდნენ, _ გვითხრა რომა მორჩილაძემ.
რომა ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლაში სწავლობდა, მერე რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში გადავიდა. რას აპირებს ახლა, როგორია მისი სპორტული ცხოვრება და სამომავლო გეგმები, მალე „გურია ნიუსი“ ვრცლად შემოგთავაზებ თ.