7:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 მილიონ 607 530 ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთშია _ 57.3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში _ 41.9%”, _ განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს.
„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა“, _ განაცხადა მიქელაძემ.