https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიმრების “მოსათვინიერებლად” ახალი საშუალებების გამოყენებას უფლებადამცველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან

13:01; 27.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა თუ ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება არის დასაშვები, თუმცა, ამას უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ რამდენიმე საშუალება დაემატოს. პარლამენტს უკვე წარედგინა “პატიმრობის კოდექსში” შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით, დასაშვები ხდება, ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთლიანად გადაიხედა ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საკითხები, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დადგენილი წესები. მთელი რიგი მიმართულებით პატიმართა სასარგებლოდ იცვლება მათი უფლებრივი მდგომარეობა და პირობები. სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხება.

პროექტის მიხედვით, “პატიმრობის კოდექსში” განისაზღვრება რა გარემოებების არსებობისას რა სახის სპეციალური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული და რა წესების დაცვით.
მაგალითად, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს, ან გამოხატავს აგრესიას, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით მოხდება.

რეზინის ხელკეტი და წიწაკის გაზი პატიმრის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან სხვა მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით გამოიყენება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ სპეციალური საშუალებებების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია.

მიუხედავად ამ გარემოებების განსაზღვრისა, მსგავსი საშუალებების გამოყენებას უფლებადამცველთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი მეთოდების და საშუალებების გამოყენება რომ კანონსაწინააღმდეგოდ არ განხორციელდეს, ეს საერთაშორისო აქტებით უნდა იყოს დასაშვები.
“მსგავსი სადამსჯელო ინსტრუმენტების გამოყენებას ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გამოიყენეს აკუსტიკური იარაღი, ნახევრად ლეტალური იარაღი და ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ იყო რეგლამენტირებული, რაც დანაშაულია. წიწაკის გაზი, დამაწყნარებელი საწოლი, სკამი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებები და ა.შ. დაშვებული უნდა იყოს საერთაშორისო აქტებით და მისი გამოყენების პრეცენდენტი პირველ რიგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე უნდა იყოს. ჩემთვის გაუგებარია, რაში უნდა დასჭირდეთ დამაწყნარებელი სკამი და საწოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ხომ არ შეიძლება ეს ინსტრუმენტები გამოიყენონ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ მათთვის სასურველ დროს “სასურველი” პატიმრის მიმართ, რათა კანონის ფარგლებში მოთვინიერება მოხდეს, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში კავშირში იქნება მისი უფლებების პირდაპირ შელახვასთან. ხელისუფლებას მოუწევს დაასაბუთოს ამ დამატებითი სადამსჯელო საშუალებების გამოყენება ციხეებში, რა აუცილებლობითაა ნაკარნახევი და ევროპის რომელი სახელმწიფოები მოიხმარენ მას; რა კონკრეტული პრეცენდენტებია მისი მოხმარების; ზღუდავს თუ არა მათი გამოყენება პატიმრების უფლებებს; შესაძლებელია თუ არა, ამ საშუალებების გამოყენება კონკრეტული მიზნის და ჩვენების მისაღებად იქნეს გამოყენებული; ვინ გააკონტროლებს და რა დონეზე გაკონტროლდება მათი გამოყენება? ამასთან, როგორ მოხდება პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზის კონტროლი? ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ინიციატივები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია. პატიმართა ისედაც შელახულმა უფლებებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს,” _ აცხადებს ლორთქიფანიძე.

ამ საშუალებების გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება უფლებადამცველი პაატა შავაძეც, რომელიც “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “მალე ციხეებში ცოცხთან გათანაბრებული სისტემა გვექნება”.
“ციხეებში უკონტროლო სიტუაცია რომ არის, არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, ეს კი იმიტომაა, რომ გვყავს უკონტროლო მუშაკები, რომლებისგანაც არა მარტო სასჯელაღსრულების სისტემა, არამედ, სახელმწიფო მმართველობის სისტემაც ვერ გაიწმინდა. ესენი არიან ე.წ. ჩანერგილები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ღონისძიებების გატარება დადგეს დღის წესრიგში, შემდგომ კი “ქართულ ოცნებას” და მის ხელისუფლებას დაბრალდეს პატიმართა წამება. არ გამოვრიცხავ, რომ თანამშრომლები თავად იწვევდნენ პატიმრებს, რომ მათი ქმედება კანონსაწინააღმდეგო გამოჩნდეს. მე პირადად მინახავს მსგავსი შემთხვევები, როდესაც მონიტორინგს ვახორციელებდი. ესენი “პროფესიონალი ბანდიტები” არიან, რომლებიც ხელისუფლებას თავიანთი უკონტროლო ქმედებებით მიიყვანენ იმ დასკვნამდე, რომ კანონმდებლობაშია ასეთი ცვლილებები შეატანინოს. ციხეში წესრიგის დამყარება ძაღლებით, წიწაკის გაზით და ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებებით, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს ცოცხთან გაიგივებული სისტემა იქნება, რომელიც არაფერში გვჭირდება. პატიმარს, რომელიც ფსიქოლოგიურად წელშია გატეხილი, წიწაკის გაზი და მოსათვინიერებელი ლოგინი სჭირდება, რომელიც კიდევ უფრო დათრგუნავს და გამოაშტერებს? ეს დისციპლინის დამყარება კი არა მარაზმია. ისე არავინ გამიგოს, რომ ციხეებში უდისციპლინობა გვინდა. ყველა პატიმარი უნდა დაემორჩილოს წესრიგს, მაგრამ არ არის საჭირო გაზის, მოსათვინიერებელი საწოლის და ათასი უბედურების გამოყენება. არის უამრავი ღონისძიება, რომელიც პროცესის სამართლებრივად მოსაწესრიგებლად საკმარისია,” _ აცხადებს შავაძე.

უფლებადამცველები აუცილებლად მიიჩნევენ აღდგეს საზოგადოებრივი მონიტორინგი, რათა სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს და პატიმრებს უკონტროლო სიტუაციის შექმნის და ამით დესტაბილიზაციის საშუალება არ მიეცეთ.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს.
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსში ცვლილებები პატიმრებისადმი ჰუმანიზებული მოპყრობისკენ გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ექნება პატიმრობის ევროპულ წესებთან და გაერო-ს სტანდარტებთან შესაბამისი ცივილიზებული კოდექსი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, პროექტის შედგენისას, სამინისტრომ სწორედ ამ ორი დოკუმენტით იხელმძღვანელა.
“ყველა ის სპეცსაშუალება თუ ფართობის მინიმალური სტანდარტი პატიმრობის ევროპული წესებიდან და გაეროს მინიმალური სტანდარტებიდან გამომდინარეობს. სამოდელოდ ავიღეთ ესტონეთის მაგალითი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და თანამედროვე კოდექსი აქვს. გარდა ამისა, ვიდრე კოდექსი მთავრობასა და პარლამენტში განსახილველად შევიდოდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობდით ევროსაბჭოს ოფისთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისთან. მათი შენიშვნები გავითვალისწინეთ და შემდეგ მოვაწყვეთ კონფერენცია, რომელზეც სპეცსაშუალებების ჩამონათვალთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა. ამასთან, პატიმრობის კოდექსში ჩამოთვლილი სპეცსაშუალებების ჩამონათვალი პოლიციის შესახებ კანონში ჩამოთვლილ სპეცსაშუალებებზე გაცილებით ვიწროა,” _ აცხადებს სუბარი.

მინისტრის თქმით, კანონი არის ჩარჩო, რომელიც ზოგად ნორმებს განსაზღვრავს, დეტალების გაწერა კი ხდება მინისტრის ბრძანებებით და კანონის მიღების შემდეგ დეტალურად გაიწერება, რა შემთხვევაში რომელი კონკრეტული სპეციალური საშუალების გამოყენება იქნება დასაშვები.
“ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები გაოცებული იყვნენ, როდესაც მონიტორინგისას აღმოაჩინეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები შეიარაღებული არ იყვნენ ხელკეტებით, რადგან ეს მსოფლიოში დაშვებულია. კარგად გვახსოვს, ხელკეტები ჰქოდათ, მაგრამ იყენებდნენ ადამიანების წამებისთვის. ეს იქნება გამორიცხული, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში ვართ. მაგრამ ის, რომ ხელკეტი დანიშნულების შესაბამისად იყოს გამოყენებული, ეს ნორმალურია. შარშან თებერვალში, სამი პატიმრის ჩხუბს ჩვენი თანამშრომელი შეეწირა, სწორედ იმიტომ, რომ მათ არანაირი დაკანონებული სპეციალური საშუალება არ აქვთ,” _ განაცხადა სუბარმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მეგის ქარდავა სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა

პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო