(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვლადიმერ სიხარულიძე პოლიტიკაში ბრუნდება. წყაროს ინფორმაციით, სიხარულიძე ირაკლი ალასანიას პარტიას უხელმძღვანელებს ჩოხატაურში. “გურია ნიუსთან” საუბრისას სიხარულიძე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს:
_ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. 8 წელია, რაც პოლიტიკას ჩამოვშორდი, თუმცა, ახლა მიმაჩნია, რომ გაჩერების დრო არ არის, _ გვითხრა სიხარულიძემ.