“პირველ რიგში ჩვენ გვინდა შევიტანოთ მოთხოვნა ცვლილება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში საინიციატივო ჯგუფებში წარდგენილი კანდიდატების არა მონაწილეობის შესახებ. ეს იყო “ნაციონალების” მოფიქრებული გეგმა ოპოზიციისთვის ხმების წართმევის გამო. მეორე ინიციატივით დავაყენებთ მოთხოვნას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამკაცრების შესახებ. ის ადამიანები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და საზოგადოებას თავს მოახვევენ თავიანთ არჩევანს, მარტო 2000 ლარით კი არ უნდა დაჯარიმდნენ, არამედ უნდა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან”.
მოძრაობის ლიდერი იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივებს მხარს დაუჭერენ ოპოზიციური პარტიები და გაითვალისწინებს ხელისუფლება.