“დღეს ჩატარდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა. ჩვენ ვცდილობთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ,” _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის კოლეგას მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ პრემიერის ვიზიტის შესახებ კმაყოფილება გამოხატა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.