“გაცნობებთ, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და სარდინიის ქალაქ ლანუზეის შორის “ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” გაფორმება. ამის შესახებ იტალიის საგარეო უწყებამ რომში საქართველოს საელჩოს აცნობა,” _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 იანვარს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ქ. ცხინვალის ე.წ. “ადმინისტრაციამ” გააფორმა “ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება” სარდინიის ქ. ლანუზეისთან.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური მხრიდან ე.წ. “შეთანხმებას” ხელი მოაწერა ქ. ლანუზეის მერმა, დავიდე ფერელიმ.