“საქართველოს ევროპული არჩევანი” იგივე “სეა” – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომლის თავმჯდომარე და ერთადერთი დამფუძნებელი თავად კბილაშვილია. ორგანიზაცია ვაჟა-ფშაველას გამზირი 71-ში შპს “აუდიო, ვიდეო დიზაინის” კუთვნილ ფართში განთავსდა. კბილაშვილი ამ შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.
“სეას” ძირითადი მიზანია საქართველოში ევროპულ ღირებულებეზე დაამყარებლი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განმტკიცება. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა-განმტკიცებისთვის.ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვას. იზრუნებს ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობას დაამყარებს სახელმწიფო დაწესებულებეთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათებლო ცენტრებთან, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლებთან, რელიგიურ ორგანიზაცებთან.
ასევე, თავის საქმიანობაში ჩართავს სამართლისა და ეკონომიკის დარგის სპეციალისტებს, გამოიყენებს მათ მიერ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას. თავს მოუყრის ინოვაციურ იდეებს, განახორციელებს კვლევით საქმიანობას, მოაწყობს სემინარებს, კონფერენციებს, შექმნის ორგანიზაციის ვებგვერდს და ორგანიზებას გაუკეთებს ბეჭდვით გამოცემებს.
არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი გასული წლის ნოემბერში დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადასვლა დააანონსა. ყველა ელოდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ დაფუძნებულ “მოქალაქეში” გააგრძელებდა საქმიანობას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კბილაშვილს სხვა გეგმები აქვს.