“ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდს (U19) 1:0 სძლია. პირველი ტაიმი ფრე დამთავრდა, მეორე ტაიმის მე-5 წუთზე კი გოლი დავით ჯიქიამ გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე “მილანს” 6:2 მოუგო.
ამ ტურნირში “ლოკომოტივს” შვეიცარიულ “ბაზელთან” (U21) და ნორვეგიულ “ოლდ გრელანდთან” მოუწევს შეხვედრა, ბოლოს კი ან “ვალენსია B”-ს ან “ჰერკულესს” (U21) შეხვდება.
“ლოკომოტივი” საქართველოს პირველ ლიგაში, ბ ჯგუფში ასპარეზობს, ჩოხატაურის “ბახმაროსთან” ერთად. მათ მეორე წრის დასაწყისში მოუწევთ შეხვედრა გურიაში _ ვნახოთ, შეძლებს თუ არა მოძლიერებული “ბახმარო” დედაქალაქელების შეჩერებას.