გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ე.წ. ქურდლი სამყაროს წევრებთან. ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს მალხაზ ჟ-მ თანამზრახველებთან ერთად სამტრედიაში, კალანდარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგური გაქურდა, საიდანაც გაზგასამართი დანადგარის სხვადასხვა აპარატურა წაიღო.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.).