“ყველა ნიუანსის გაცნობის შედეგად, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ მარკირების პროცედურა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ასრულებს თავის პირველად ფუნქციას, გაუქმებული იქნეს. ჩვენ მოვითხოვთ, მარკირების ნაცვლად გამოყენებული იქნას ფოტორეგისტრაცია.უკვე ყველა აღიარებს, რომ მარკირება ვერ უზრუნველყოფსარჩევნებისგაუყალბებლადჩატარებას და იმ აზრის აღმოსაფხვრელად, რომ საქართველოში ყველა არჩევნები გაყალბებით ტარდება, საჭიროა დაინერგოს ახალი მეთოდი-ფოტორეგისტრაცია“, _ აცხადებს კოალიციის თავმჯდომარე.
ანდღულაძის განცხადებით კანონში ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ წარმოდგენილია ფოტორეგისტაციის ნაირსახეობის ფორმა – ბიომეტრიული რეგისტრაცია, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია.
“ბიომეტრიულირეგისტრაცია განაპირობებს უფლებამოსილებას არჩევნებში მონაწილეობისათვის, ანუ თუ ბიომეტრიულრეგისტრაციას არ გაივლის ამომრჩეველი, მას უფლება არ აქვს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს ერთის მხრივ ჩვენი აზრით ადამიანის უფლებების დარღვევაა, მეორეს მხრივ კი თუ ბიომეტრიულრეგისტრაციას ვარქმევთ ფოტორეგისტრაციას,საზოგადოებას უნდა აეხსნას ყველა დეტალი, რათა გაიგოს, რომ ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც ერიდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო მეტად არის გაუყალბებლობისგანცდა, საჭიროა ყველა მექანიზმის ამუშავება, რადგან ყველა დროის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ არ დაუშვებდა გაყალბებას. ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, რომ ადმინისტრაციული ორგანო კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კულუარულიინფორმაციებით ვიცით, რომ თავად ბიომეტრიულირეგისტრაცია, რომელზეც 17 მილიონზე მეტი იხარჯება, ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტი კი 700 000არ სცდება, ფინანსების გათვალისწინებით შესაძლოა რაღაც ინტერესს წარმოადგენდეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ წინა მთავრობის მიერ უკვე დამზადებულია 1 100 000-ზემეტიბიომეტრიულიპასპორტი, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლაც არ ექნება ადგილი სიყალბეს. რას დავარქმევთ ამ პროცესს-ბიომეტრიულრეგისტრაციას თუ ფოტორეგისტრაციას,აუცილებელია განხორციელდეს უშუალოდ არჩევნების პროცესში, ამომრჩევლის ადგილზე მისვლისას“.
კოალიცია “ერთსულოვნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ დადგა დრო, როცა საზოგადოებაში არარუნდა არსებობდეს გაყალბებასთან დაკავშირებით კითხვები და ყველა არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად და კანონის ჩარჩოებში ჩატარდეს.