სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონი ლარი აქვს სახელფასო ბიუჯეტი.
გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაცია 16 მილიონ ლარს ურიცხავს სხვადასხვა მუნიციპალურ კლუბებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კი, ხელფასის სახით, ყოველწლიურად 2 მილიონი ლარი ერიცხება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მოითხოვს, 2011-2012-2013 წლებში გახარჯული თანხების გასაჯაროებას.