რვა გვერდიან დოკუმენტში მოყვანილია ფონდის საქმიანობის ის ასპექტები, რომლებიც პროკურატურის შეხედულებით პოლიტიკური საქმიანობის ნიშნებს შეიცავს.
მაგალითად პეტერბურგის ცენტრალურმა პროკურატურამ პოლიტიკური საქმიანობის კვალიფილკაცია მიანიჭა ფონდის პროგრამების დირექტორის მონაწილეობას “ღია მმართველობის პარტნიორობის” ლონდონის სამიტში.
ჩატარებული შემოწმების საფუძველზე გამოცემული აქტის თანახმად რუსეთის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდს დაევალა, განცხადებით მიმართოს იუსტიციის სამნისტროს უცხოეთის აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ორგანიზაციის რეესტრში გატარების შესახებ.
ფონდი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს პროკურატურის გამაფთხილებელ შეტყობინებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მათი მუშაობის “პოლიტიკურ საქმიანობად” შეფასება მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ასევე ლოგიკურ საფუძველს.
არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის ზედამხედველობის აქტს სასამრთლოში გაასაჩივრებს.