მისი განცხადებით, ეს აქცია გამაფრთხლებელია. აქციას შეუერთდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მცხოვრებნი.
მათი თქმით, ქვეყანას ოლიგარქები და ფეოდალები მართავენ, რომლებიც გაჭირვებულ ხალხს, რომელთაც მიწები გააჩნიათ, ამის დამუშავებაშიც კი არ ეხმარებიან. ეს უკანასკნელები კი თურქეთში არიან ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილები.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისკენ მიემართებიან. ისინი გამგებელთან და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.