“დამკვეთი უკვე ვიხილეთ ვინ იყო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იძლეოდა მკვლელობის ბრძანებას, ყოფილი პრემიერი, “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. ხერხემალი. მე არ ვიცი ის ხერხემალია, თუ სხეულის რაიმე სხვა ნაწილი, ეს თავად “ნაციონალებმა” განსაზღვრონ. რას ვნახეთ შემაშფოთებელია. ჩვენ 9 წელი ვცხოვრობდით ამ მანიაკი ადამიანების რეჟიმის ქვეშ, რომლებიც ერთ დროს დემოკრატიული ბაირაღების ფრიალით მოვიდნენ. ჩვენ მოვედით, რომ გამოვასწოროთ დარღვევები, აღვადგინოთ სამართლიანობა და უნდა გავაკეთოთ კიდეც, რადგან ხალხს მოთმინება აღარ ეყოფა. მოვა დრო, მოვლენ სხვა ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეგვცვლიან, ამაში ტრაგედია არაფერია, მაგრამ მაშინ უკვე არ უნდა შეგვრცხვეს არავისთვის ქუჩაში თვალებში შეხედვა”.
ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მას უამრავი ადამიანი ურეკავს, წერს სოციალურ ქსელებში და ყველას უნდა სამართლიანობის აღდგენა. მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ მას და კიდევ სხვა ადამიანებს უნდოდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ არ მიეცათ ამის საშუალება.
“პროკურატურა გვეუბნებოდა, ვიძიებთო, სად არის მათი გამოძიებული? რატომ არ ჩანს? “ნაციონალური მოძრაობა” აღარ დაბრუნდება, გამორიცხულია. მანიაკები ქვეყნის სათავეში არ უნდა დაბრუნდნენ. მათ ამის დიდი სურვილი აქვთ, რომ მოვიდნენ და სიკვდილის კალო დააყენონ”.
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ არც ერთი “ნაციონალისგან” არ მოუსმენია სინანული, პირიქით, ისევ შეტევებზე გადადიან და პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას ახალ მთავრობას აბრალებენ.
“გვერდით გვიზიან პარლამენტის სხდომების დროს ეს მკვლელები, დამნაშავეები და კიდევ აქეთ გვეკამათებიან, პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას გვაბრალებენ. არავინ ბოდიშს არ იხდის. მათგან არასდროს მსმენია სინანული ჩადენილი ქმედებების გამო. აბა, თქვენ თუ გსმენიათ მათი სინანული თეთრაძის წამების შესახებ? ცუდია, რომ ჩვენ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვით. ესენი არიან შურისძიებით აღვსილი ხალხი, რომლებიც თავისიანებსაც კი არ ინდობენ და სხვებს რას უზამენ. გახსოვთ რამდენი ფარული ფირია მათი მომხრეების მიმართაც. ან რად უნდოდათ ამდენი ფარული კადრები, ან ნორმალურია ყველაფრის გადაღება? ნორმალურია, როცა თვალს ამონტაჟებ ცოლ-ქმრის ოთახში და ყველაფერს იღებ? ნორმალურია, როცა ადამიანის მოკვლის ბრძანებას იძლევი და ამას იღებ? ალბათ ეამაყებოდათ ეს ყველაფერი”.
უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროკურატურამ რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს გამოძიება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.