_ ამ ვიდეოს შეფასება ჩემთვის ცალსახაა _ ეს არის სწორედ სახელმწიფო ტერორიზმი. როდესაც საკუთარი მანიაკალური სურვილების, ბავშვობის დეფექტის, ვაჟკაცობის დეფიციტის დაკმაყოფილებისათვის ძალაუფლებას იყენებ,
ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. როდესაც უცებ გახსენდება, რომ ამ მანიაკალური სურვილის დაკმაყოფილებაში მზად ხარ ფული გადაიხადო, შესაძლოა ბედიის ირონიით სწორედ იმ ორი გვამის ოჯახის მიერ გადახდილი გადასახადებიდან, ოღონდ 2 გვამი მოგიტანონ და თან სულერთია რომელია ეს ორი გვამი, ჩემი რეაქცია ამ ვიდეოზე ეს არის, _ აღნიშნავს დეპუტატი და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “ამ მოვლენის რაცნალიზაციას” ცდილობენ “მცირე განმარტებას” აკეთებს:
_ ეს კი, რამდენიმე განმარტება დამწყები იურისტის სახელმძღვანელოდან იმათთვის, ვინც ცდილობს ამ მოვლენის რაცნალიზაციას: 1. როდესაც სამშობლო საფრთხეშია და ქვეყანა იღუპება სპეც. ოპერაცია წინსასწარ იგეგმება საფრთხეების ანალიზით და არა ასე _ კოდუა, ახალაია მოიფიქრეთ რამე; 2. პოლიციას მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების უფლება აქვს და სროლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ მეორე მხარეს შეირაღებული ძალის გამოყენებაში უპირატესობა აქვს და სხვანაირად ვერ განეიტრალდება. ესეც უნდა დადასტურდეს და ანალიზი სჭირდება; 3. ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ზევით ორი პუნქტი რომ დავწერე ის უნდა მოხდეს ჯერ; 4. ლიკვიდაციის ბრძანებას არ გასცემენ გააკეთეთ რამეს ფორმატში; 5. ლიკვიდაციის ბრძანებას არ გასცემენ რომელიმე ორი გვამის სურვილით, მაგრამ კონკრეტული ადამიანები უნდა არსებობდნენ და კონკრეტული საფრთხე, რომელსაც სხვა ვერაფერი დაუპირისპირდება, _ წერს ხიდაშელი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved