ყოფილი გუბერნატორი, ხელისუფლებას, ბარბარე რაფალიანცისსაქმის გამოიძიებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ეს საქმე უფრო საინტერესოა, ვიდრე ქვეყნის მოღალატეების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციების დეტალებში ქექვა.
“მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილზე, არამედ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენზე და ჩვენს ადვოკატებზე, გაზეთ “ასავალ-დასავალს” მთელი კამპანია აქვს გაჩაღებული. აქ ქუთაისში უნდა გამოვიდეს განაჩენი და ფაქტია, რომ ამას სჭირდება დღევანდელი ხელისუფლებისა და “ასავალ-დასავალის” იდეოლოგების მხრიდან შესაფერისი ფონის შექმნა. დღევანდელ სასამართლოზე მოვისმინეთ ვანო მერაბიშვილის ახსნა და ბუნებრივია თუ გამოძიება იქნება ობიექტური, ეს დადასტურდება. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ძველი საქმეების გახსნა თუ აინტერესებთ გაცილებთ უფრო პრიორიტეტულია ჩემი აზრით, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტის გახსნა, ვიდრე სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალებში ქექვა.”