მისივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ინვესტორი სამშენებლოდ გამოიყენებს ადგილობრივ მასალებსაც.
“ის რომ იქ სამშენებლო პროცესში დასაქმდებიან ადამიანები და არც თუ ისე ცოტა რიცხვზეა საუბარი, ის რომ მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ადგილობრივი სამშენებლო მასალები, რა თქმა უნდა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენს სამინისტროსთან ამ პროექტს ის შეხება აქვს, რომ საავტომობილო გზის ერთი ნაწილი არის კვეთაში ამ პროექტთან და აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში ამ პროექტის განხორციელების დროს საჭირო გახდება ამ გზის გადატანა, რაც ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს”, _ ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ხუდონჰესის მშენებლობას ხაიშელთა ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. გუშინ მათ გზა გადაკეტეს და მიწის ამზომველებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უახლოეს მომავალში სვანეთში ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.