https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საჯარო მოხელეთა დეკლარაციები მკაცრად გაკონტროლდება

14:01; 31.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კლველების ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ დეკლარაციის სრულფასოვნად შევსება თანამდებობის პირების “კეთილ ნებაზეა” დამოკიდებული, ამიტომ აუცილებლია მონიტორინგი განხორციელდეს.

“სამწუხაროდ, დღეს საქართველოში საჯარო სამსახურის ბიურო მხოლოდ დეკლარაციების დროულად შევსებას აწესრიგებს. სხვა კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში, თანამდებობის პირები პატივს გვდებენ და ავსებენ დეკლარაციას, მაგრამ ქონების დასაბუთება მათ არ ევალებათ. ვფიქრობ, საჭიროა შეიქმნას შესაბამისი საბჭო, რომლის ფუნქციებშიც იქნება დეკლარაციის არა მხოლოდ შევსების თარიღის, არამედ მისი შინაარსის კონტროლიც. ეს საბჭო პარიტეტის საფუძველზე უნდა იყოს დაკომპლექტებული და მასში როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ. ასეთი პრეცენდენტი ქვეყანაში იყო ანტიკორუფციული საბჭოს სახით, თუმცა სამწუხაროდ, ეს საბჭო დღეს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს. მესმის, რომ ძალიან არაკომფორტული იქნება ასეთი საბჭოს არსებობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება ფიქრობს, რომ არ არის ის დრო, როდესაც ჩინოვნიკი თანამდებობასთან და პრივილეგიებთან უნდა ასოცირდებოდეს, მაშინ ასეთი საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს. ან შეიქმნას სპეციალური სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რომელიც დაიწყებს ამ ტიპის მასალების რეგულარულ შესწავლას. ასეთი საბჭოს შექმნის ინიციატივით, რამდენიმე ხნის წინ მივმართე ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო და ვესაუბრე ამ სამსახურის აუცილებლობაზე, მაგრამ მაშინ მივიღე პასუხი, რომ ეს პროკურატურის საქმეა. მაშინ ბატონმა ბიძინამ არ იცოდა საქმის დეტალები. პროკურატურა სწავლობს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის საქმიანობას, მხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და არა ზოგადად. ამიტომ, პროკურატურა ვერ შეისწავლის დეკლარაციებს, რადგან ეს კანონით არ აქვს განსაზღვრული. შეიძლება მან გამოკვეთილი ბრალდებულების ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლოს, მაგრამ ზოგადად ის ვერ იქცევა მაკონტროლებელ ორგანოდ. ჯერჯერობით, არ ვიცი, ექნება თუ არა ბატონ ბიძინას არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე ვითანამშრომლოთ,” _ აცხადებს კახიშვილი.

მისივე თქმით, “უნდა შევიდეს ცვლილება შესაბამის კანონმდებლობაში თანამდებობის პირს, უნდა დაუდგინდეს ვალდებულება, რომ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არამედ თანამდებობიდან წავლის შემდეგაც, 5 ან 10 წლის განმავლობაში”.
“იმ მიზნით, რომ სპეციალურ სამსახურს “წარმატებული” ბიზნესმენების ქონების დაგროვების ტენდენციის შემოწმებისა და საწყისი კაპიტალის წარმომავლობის შესწავლის საშუალება მიეცეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მალევე არ აღმოჩნდეს რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი მრავალმილიონიანი ქონების პატრონი გახდა, მაშინ, როდესაც მას წლების განმავლობაში შემოსავალი მხოლოდ საჯარო სამსახურიდან ჰქონდა. ამ ყველაფერს პრევენციული ხასიათიც ექნება, რადგან სპეციალური სამსახური მოითხოვს განმარტებას, ამხელა ბიზნესის მართვა კონკრეტულმა პირმა რა თანხებით მოახერხა. გასაგებია, რომ შეიძლება ცოლებზე, სიდედრებზე და ნათესავებზე მოხდეს ქონების გადაფორმება, მაგრამ ეს მაინც იქნება პრევენციული მექანიზმი. თანამდებობის პირს ვალდებულება აქვს ახლო ნათესავების ქონებაც მიუთითოს დეკლარაციაში. აქედან გამომდინარე, ახლო ნათესავების წრეში თუ აღმოჩნდება ეს ქონება, ესეც დასაბუთების საგანი გახდება. საჯარო მოხელეებმა დეკლარაცია არა მხოლოდ საგადასახადო ან არასაგადასახადო დეპარტამენტში, არამედ სპეციალურ სამსახურში შეავსებენ. ამით ფულის გათეთრებას და უკანონო გამდიდრებას შევებრძოლებით. გავრცელდება თუ არა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ეს მოთხოვნები, კანონმდებლების დასადგენია, რადგან, როგორც წესი, ნორმა წარსულ დროზე არ ვრცელდება ხოლმე. თუმცა, ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი დღეს ისევ თანამდებობებზე იმყოფებიან, ამიტომ მათი ქონების შემოწმებაც არ უნდა იყოს ძნელი. თანამდებობა უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ უდიდეს პასუხისმგებლობასთან, თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქცია გაცილებით მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ რიგითი მოქალაქის მიმართ,” _ აცხადებს კახიშვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მკვლევარი ერეკლე ურუშაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე უპრიანი იქნება, დეკლარაციების გამოკვლევა საჯარო სამსახურის ბიუროს თუ დაევალება.
“ბიურო აგროვებს ამ დეკლარაციებს და განათავსებს ინტერნეტში. ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, თუ დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციას, ბიურო გადაამოწმებს. მას აქვს გეგმა, რომელიც სავარაუდოდ, ერთი წლის ვადაში უნდა ამუშავდეს. პროცესი დაგვიანებულია, აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო ეს სისტემა, მაგრამ მთავარია, ახლა მაინც დაიწყოს მონიტორინგი. რაც შეეხება ახალი სააგენტოს შექმნას, ვფიქრობთ, რომ ეს არ ღირს მხოლოდ დეკლარაციების შესამოწმებლად. თუ ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება, რომელსაც ეს ფუნქციაც ექნება, შეიძლება,” _ აცხადებს ურუშაძე.

მისივე თქმით, საჯარო მოხელეთა ფინანსურ დეკლარაციებში ხშირად არის საეჭვო საკითხები, რომლებიც პასუხგაუცემელი რჩება.
“კარგია ის, რომ ყველას შეუძლია საჯარო მოხელეების დეკლარაცია ნახოს ინტერნეტში, მაგრამ ცუდია ის, რომ იმ ინფორმაციის გადამოწმება, რაც დეკლარაციაშია ასახული სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ვაწყდებით შეუსაბამო ინფორმაციებს. ხშირად გვიწევს ვარაუდი, ეს ინფორმაცია გამორჩა თანამდებობის პირს, თუ განგებ არ ჩაწერა დეკლარაციაში. ხშირად ჩნდება ეჭვი, რომ განზრახ მალავენ კომპანიებს, სადაც მათ წილები აქვთ. გვქონდა შემთხვევები როგორც ახლანდელ, ასევე წინა მოწვევის პარლამენტარების მხრიდან, რომ არ მითითებულა კონკრეტული ქონება, რომელიც სამეწარმეო რეესტრში ჩანს. ამიტომ მთავარი პრობლემაც ეს არის, გაირკვეს, თანამდებობის პირები თავიანთ ქონებას დეკლარაციებში შეცდომით არ ასახავენ თუ გამიზნულად. აუცილებელია, რომ იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის. მაგრამ პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს უწყება, რომელიც ამ ინფორმაციის სისწორეს შეამოწმებს და პასუხისმგებელი იქნება კვლევის სიზუსტეზე, ამის შემდეგ კი განისაზღვროს კონკრეტული სანქციები დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის,” _ აცხადებს ურუშაძე.

დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა, თუმცა, უწყების რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამთა ცოცხალაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის რეგულაცია, არ არსებობს.
“დეკლარაციების მონიტორინგის დანერგვასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მივიღეთ თხოვნა, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაც გვაქვს, მაგალითად “ეუთო”, “გრეკო” და ბევრი სხვა გვთხოვს, რომ ეს მონიტორინგი დავგეგმოთ. 2013 წლის ზაფხულში დავიწყეთ მუშაობა. მსოფლიო ბანკის ექსპერტი ორჯერ გვყავდა მოწვეული, რომელსაც ნამუშავარი აქვს ამ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ეტაპზე ველოდებით მსოფლიო ბანკის ექსპერტის კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რომელი უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი მონიტორინგზე, ეს იქნება ჩვენი საჯარო სამსახურის ბიურო, თუ სხვა უწყება და რა ტიპის ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ამჟამად, მთლიანად საჯარო სამსახურის რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა და პროცესი ცოტა შეჩერდა. თებერვლის შუა რიცხვებისთვის, ალბათ გვეცოდინება, რა მიმართულებას ავირჩევთ. მონიტორინგის განხორციელება არ არის პატარა საქმე, ამ უწყებას უნდა დაეკისროს ფართო უფლებამოსილებები, აღიჭურვოს სპეციალური ტექნიკით და უნდა იყოს ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა. ეს არის ძალიან მაღალი პოლიტიკური ნების საკითხი, რაზეც საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს მუშაობას. მზაობა არის, როგორ უნდა დაინერგოს სისტემა, მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს, ეს ძალიან დიდ სამუშაოს მოითხოვს და ორ თვეში ამას ვერ გადაწყვეტს. ამასთან, მონიტორინგის სისტემა რომ დაინერგოს სამთავრობო უწყებებიც არიან დაინტერესებული, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, აუდიტის სამსახური, უზენაესი სასამართლო და ა.შ. ბიუროს ვალდებულება აქვს 2014 წლის ბოლომდე წარადგინოს კონკრეტული გეგმა. ასე რომ, სამუშაოდ წინ თითქმის ერთი წელი აქვს,” _ აღნიშნავს ცოცხალაშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

ალასანია: გავრცელებულ კადრებში ძალიან სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო