(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ანასეულში მცხოვრები კოლია გობრონიძის ძროხა ცოფით გარდაიცვალა და ასაიდუმლოებენ, კატეგორიულად უარყოფს სურსათისა და ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი ჯუმბერ ხომერიკი:
_ ჩვენ ვიყავით ადგილზე. ამ ოჯახის გადმოცემით და აღწერით, ეს იყო პიროპლაზმოზი, ანუ ციება. ვეტექიმმა, რომელმაც ეს ხმა გაავრცელა, თვითონ გაუკეთა ძროხას პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ნემსი და თუ ცოფი იყო, ციების საწინააღმდეგო პრეპარატით რატომ უმკურნალა? ცოფის არანაირი საშიშროება იქ არ იყო _ მოსახლეობა ამაზე ნუ ინერვიულებს. იქ სამი ვეტექიმი მივიდა და ყველამ პიროპლაზმოზი დაადასტურა, _ თქვა ხომერიკმა.