(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, გურიის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარები და ჟურნალისტები ერთობლივ კონცერტს გამართავენ.
საქველმოქმედო საღამო 9 აგვისტოს, სასტუმრო “კოლხიდაში”, 20 საათზე დაიწყება. შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.
უნარშეზღუდულები და ჟურნალისტები სტუმრებს არა ერთ საინტერესო ნომერს შესთავაზებენ.