სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა:
“რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარება, კარგად გვესმის თითოეულ ჩვენთაგანს და კარგად ესმის ეს თითოეულ ხაიშელს. თუმცა იქ არის სხვა ღირებულებები, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც დიალოგი არის შესაძლებელი. ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ. გუშინწინდელ შეხვედრაზეც დავრწმუნდით. დიალოგი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, მოინახება ისეთი გამოსავალი, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკა და ეს კარგად ესმის თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ხაიშელს. უბრალოდ პოზიცია იყო_ მოდი გაკეთდეს ძალიან დიდი შეკრება, სადაც მთელი სვანეთი შეიკრიბება, ასევე ის ადამიანები რომელთა აზრს ყველა გაითვალისწინებს.
6 თებერვალს იყო დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ დროებით გადავდეთ. მანამდე კიდევ ერთხელ უკეთესად მოვემზადებით. შეხვედრამდე ცოტა ხნით გადაიდო მიწების აზომვა. იმ დღესაც ავუხსენით და კიდევ ერთხელ გავუმეორებთ, რომ ინვესტორი კი არ ზომავს, არამედ თითოეულმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს თუ სად გადის ზღვარი. მიწაზე კი იციან. მაგრამ, ეს ყველაფერი რუქაზე უნდა იყოს დატანილი. ყველაფერზე გაგრძელდება დიალოგი. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორიც ქვეყანას სჭირდება.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ უხუცესებისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაემთხვა ერთმანეთს, რას გააკეთებს სახელმწიფო? _ სოზარ სუბარმა განაცხადა:
“წინასწარ ნუ დავიწყებთ რაღაც შეფასებებს. შევხვდებით და ვილაპარაკებთ.”